2020 წლის 10 თებერვლიდან ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში იწყება რეგისტრაცია მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამაზე „ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება სამშენებლო და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებისთვის“.
აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულთათვის სწავლა უფასოა, პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 8 კვირას. მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაცია გაიარონ ა.წ. 12 თებერვლის ჩათვლით.