ა(ა)იპ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სოლიდარობას უცხადებს გლობალურ კამპანიას
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის
საერთაშორისო დღეს იწყება და 16 დღე გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, გენდერული ნიშნით
ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, UN Women Georgia-მ
გამართა საინფორამციო შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან.
შეხვედრის მთავარ
მიზანს წარმოადგენდა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში არსებული და დამკვიდრებული
სტერეოტიპების, ქალების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სხვადასხვა
ფორმის საკითხებზე. ასევე, ამ პრობლემების გამომწვევ ფაქტორებსა და გენდერული თანასწორობის
მნიშვნელობაზე.
ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო და მეტად ინფორმირებული საზოგადოების
ჩამოყალიბებაზე.