ა(ა)იპ
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა გაიმარჯვა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ
კონკურსში - "პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების
დანერგვა და განვითარება". კოლეჯის პროექტი "საქართველოს რკინის გზით წარსულიდან
მომავლისაკენ" მიზნად ისახავს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური
განათლებისა და ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის
წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს კოლეჯში არაფორმალური განათლებისა და ექსტრაკურიკულური
აქტივობების განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სტუდენტების სასწავლო გამოცდილებას.
სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის პროფესიული უნარების სააგენტოს შესაძლებლობისთვის
პროფესიული სტუდენტები ჩართოს ექსტრაკურიკულურ აქტივობაში და გაამდიდროს მათი სტუდენტური
ისტორია.