ინტერნაციონალიზაცია

ინტერნაციონალიზაცია

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაინტერესებული საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებით. კოლეი მიისწრაფვის გლობალურ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციისკენ, რაც იქნება სწავლების ხარისხის ამაღლების და სტუდენტებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობა.

ამ მიზნების მისაღწევად, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სტრატეგიული მიზანი №4 კონკრეტულად მიმართულია ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისკენ. ეს გულისხმობს:

  • უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვას სასწავლო-სამეწარმეო, საერთაშორისო პარტნიორობისა და დონორებთან თანამშრომლობის გზით.
  • ერთობლივი, გაცვლითი და სასტიპენდიო პროგრამების ამოქმედებას პროფესიული სტუდენტების, მასწავლებლებისა და პერსონალისთვის.

კოლეჯისთვის პრიორიტეტულია სხვადასხვა საერთაშორისო ქსელში ჩართვა, პარტნიორი ქვეყნების კოლეჯებთან, სასწავლო ინსტიტუციებთან ურთიერთობების გაღრმავება და ახალი კავშირების დამყარება.

ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა ეხმიანება კოლეჯის მისიას, რომელიც მიზნად ისახავს:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შრომითი ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციების უზრუნველყოფას.
  • ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კადრების მომზადებას.
  • სარკინიგზო ინდუსტრიაში საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

კოლეჯის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის განხორციელება ხელს შეუწყობს:

  1. კოლეჯის წარმატებულ ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
  2. გლობალიზაციის პროცესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნას.
  3. კოლეჯის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების, იმიჯის განმტკიცებას.