2026 წლის საგაზაფხულო მიღებაზე ჩარიცხული აპლიკანტებისთვის

ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ულოცავს საგაზაფხულო მიღების შედეგად ჩარიცხულ აპლიკანტებს და უსურვებს მათ წარმატებებს სწავლისა და პროფესიული განვითარების გზაზე!
მოხარულები ვართ, რომ აგვირჩიეთ და დაინტერესდით ჩვენი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას, შეიძინოთ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც წარმატებული პროფესიული საქმიანობისა და კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
კოლეჯში სწავლისას მიღებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, მრავალფეროვანი სტუდენტური აქტივობები ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და არჩეული მიმართულებით დასაქმებისთვის მომზადებას.
საბუთების მიღება იწარმოებს 31 აგვისტოდან – 13 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება 1 ოქტომბერს.
სტუდენტის სტატუსის მოპოვებისთვის აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - დედანი ან ნოტარიუალად დამოწმებული ასლი (ატესტატი ან დიპლომი);
- ფოტო სურატი ¾ 2 ცალი + დისკზე ჩაწერილი.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
- 18 წლიდან 27 წლის ასაკის ვაჟებისათვის მიწერის მოწმობა (სამხედრო აღრიცხვის ფურცელი კომისარიატიდან);
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „შედუღება“ პროფესიული სტუდენტებისთვის სავალდებულოა წარმოადგინონ ფორმა 100.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით კოლეჯის საკონტაქტო არხებით. ასევე, გთხოვთ, თვალი ადევნოთ კოლეჯის Facebook-ის გვერდსა და ოფიციალურ ვებგვერდს სიახლეებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად.
საკონტაქტო ინფორმაცია:
0322 20 54 24;
info.rtc2016@gmail.com
www.rtc.edu.ge
მისამართები:
0191, თბილისი, ზღვის უბანი, XI მკ.რ. III კვ;
3900, სამტრედია, რუსთაველის ქ. N 28;
გისურვებთ პროდუქტიულ და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას!