პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ადმინისტრაციამ სპეციალურად ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობები მოაწყო.
მთელი დღის განმავლობაში ისინი ათვალიერებდნენ ლაბორატორიებს, იყვნენ მატარებლის მძღოლები ვირტუალურად, ფერადი ცარცით ხატავდნენ ეზოს, მონაწილეობას იღებდნენ შეჯიბრებებში და მათთვის საყვარელი კერძების ფურშეტიც გაიმართა.
დღის ბოლოს კი სამახსოვრო სიგელები გადაეცათ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მხიარულად გატარებისთვის.