ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მიმდინარე წლის 23-24 მარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC - Business and Technology Education Council) საერთაშორისო ვერიფიკატორს, მიჰაელ ტარეკს უმასპინძლა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მათ განიხილეს რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის პროგრამის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა მიღწევები და შეფასებები. კოლეჯის დირექტორმა, მანანა მოისწრაფიშვილმა, ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან და პროფესიულ მასწავლებლებთან ერთად საერთაშორისო ვერიფიკატორს წარუდგინა ანგარიში არსებული საგანმანათლებლო პროგრამის BTEC-ის სტანდარტის დაცვის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ და მტკიცებულებები.
მიჰაელ ტარეკმა ასევე დაათვალიერა კოლეჯის ინფრასტრუქტურა და საქართველოს რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის პრაქტიკული სწავლების ობიექტი. ვერიფიკაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა და კოლეჯი კვლავ აქტიურად განაგრძობს თანამშრომობას ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოსთან.