2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზებას.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, კოლეჯი უერთდება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას და პროფესიული სტუდენტებისთვის თემატური ფილმის ჩვენებას მართავს.
ღონისძიება მიზნად ისახავს თემის ირგვლივ ინფორმაციის მიწოდებას და აუტიზმის მქონე ადამიანთა უფლებების მხარდაჭერას.
დავუდგეთ მხარში ერთმანეთს და ვაჩვენოთ სოლიდარობა აუტიზმის მქონე ადამიანებს.