ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში წარმატებით დასრულდა საკვალიფიკაციო გამოცდები შემდეგ ექვს დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა; ლოკომოტივის მართვა; რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობა; სავაგონო მეურნეობა; რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება; სარკინიგზო გადაზიდვები.
გამოცდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.
წარმატებებს ვუსურვეთ ჩვენს კურსდამთავრებულებს.