დღეს ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯში 2023 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის
ჩვიდმეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაიწყო. პროფესიულ სტუდენტებს სიტყვით კოლეჯის
დირექტორმა მანანა მოისწრაფიშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ
მიულოცეს პროფესიულ სტუდენტებს სწავლის დაწყება, გააცნეს კოლეჯის მუშაობის წესები,
ინფრასტრუქტურა და უსურვეს წარმატებები.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი კიდევ ერთხელ
ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას პროფესიულ სტუდენტებს და უსურვებს მათ, რომ ჩვენთან
გატარებული ყოველი დღე ყოფილიყოს საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატების მომტანი.