2018 წლის 6 და 7 სექტემბერს ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა ღია კარის დღეები.
კოლეჯში სწავლის მსურველებს საშუალება ქონდათ, რომ დაეთვალიერებინათ კოლეჯის ახლად რეაბილიტირებული შენობა და პრაქტიკული სწავლების სახელოსნოები. ასევე მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, კოლეჯში სწავლის წინაპირობის და დუალური სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობების შესახებ.