ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო მეჩარხის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გარემონტებული და აღჭურვილი იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაფინანსებით.
დღეისათვის მეჩარხის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას მხოლოდ ჩვენი კოლეჯი ახორციელებს. პროფესიულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩარხებთან მუშაობის პრაქტიკული უნარები კოლეჯის ბაზაზე მოწყობილ სრულიად ახალ და თანამედროვე ჩარხებთან მუშაობით გამოიმუშავონ პროფესიონალი მასწავლებლებისა და ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
პროფესიულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ლითონის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩაერთონ კოლეჯის მიერ დაგეგმილ საინტერესო პროექტში, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში და რაც უმთავრესია, გახდნენ ერთერთი დეფიციტური სპეციალობის კვალიფიციური სპეციალისტები.
მეჩარხის პროფესიით კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა წარმატებულად დასაქმდეს საწარმოებში ან თავად შექმნას საკუთარი საწარმო, რასაც უზრუნველყოფს კოლეჯში მიღებული საფუძვლიანი ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
კოლეჯში იგეგმება მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო კურსების მომზადებაც ცალკეული ჩარხების ოპერირების შესასწავლად.
ჩარხების ოპერირების შესწავლისთვის ასაკი და სქესი შეზღუდული არ არის და მისი ათვისება ჩვენი გუნდის დახმარებით
ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
აირჩიეთ მეჩარხის პროფესია და დასაქმდით წარმატებულად!