კოლეჯი ემზადება, ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) საერთაშორისო კვალიფიკაციის აღიარების მისაღებად. პირველ ეტაპზე შერჩეული იქნა „რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეურნეობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, კოლეჯს ესტუმრნენ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და კოლეჯის დირექტორთან ერთად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც კოლეჯმა უნდა გაიაროს აღნიშნული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საერთაშორისო კვალიფიკაციის აღიარების მოსაპოვებლად.