ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა გამართა ონლაინ ღია კარის დღე, რომელსაც ესწრებოდნენ სს "საქართველოს რკინიგზის", საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, კოლეჯში სწავლით დაინტერესებული პირები და მშობლები.
ონლაინ ღია კარის დღეზე კოლეჯის წარმომადგენლებმა აპლიკანტებს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია, როგორც კოლეჯის, ასევე დუალური სწავლების მეთოდოლოგიის, ინტეგრირებული პროგრამებისა და მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების უპირატესობების, სწავლების მეთოდებისა და პირობების და რაც მთავარია, სამომავლოდ გარანტირებული დასაქმების შესახებ.