2023 წლის 18 ოქტომბერს, სარკინიზო ტრანსპორტის კოლეჯმა ათასწლეულის გამოწვევის
კორპორაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ,,ათასწლეულის
გამოწვევის ფონდ საქართველოსთვის” (MCA)-ს,
სს საქართველოს რკინიგზისა და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები,
ცნობილია, რომ კოლეჯმა 2016 წელს გაიმარჯვა, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსთვის” (MCA) - გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" (ISWD), მოიპოვა გრანტი 2 291 900 აშშ დოლარის
ოდენობით, ხოლო სს საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დაფინანსებამ კი შესაბამისად 1 829 141 აშშ დოლარისა და 2 542 296 ლარის კონტრიბუცია.
სწორედ ამ საგრანტო პროექტის, სს საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით შესაძლებელი გახდა კოლეჯში დუალური სწავლების მეთოდის დანერგვა და სარკინიგზო პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა,
განხორციელდა კოლეჯის შენობის სრული რეაბილიტაცია, სასწავლო და
სამეურნეო ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა, ლოკომოტივის მართვის სიმულატორების
შეძენა, სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირების ტრენაჟორის მოწყობა, სასწავლო სალიანდაგო
პოლიგონის დაგება, განახლებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდური
ლიტერატურისა და საგამოცდო მასალების მომზადება, პროფესიული განათლების მასწავლებლების
სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადება გერმანელი პარტნიორების ჩართულობითა
და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინსტრუქტორების მომზადება აიოვას სახელმწიფო
უნივერსიტეტის ტრენერების მიერ. ასევე,
საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და საქართველოში მისი დანერგვის მიზნით სასწავლო ტური გერმანიაში.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის
ინფრასტრუქტურა, მოისმინეს პრეზენტაცია კოლეჯის
მიღწევებისა და სამომავლო გეგმების
შესახებ, გამართეს დისკუსია, შეხვდნენ პროფესიულ
სტუდენტებსა და მასწავლებლებს, გაეცნენ მათ სასწავლო პროცესსა და მიღწეულ შედეგებს.