ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, პროფესიული მომზადების პროგრამა "ტექნიკური ნახაზების მხაზველი" დაიწყო. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:
- ნახაზების რედაქტირებასა და ანოტირებას;
- საპროექტო დოკუმენტაციის გაფორმებას;
- საინჟინრო არქიტექტურული, სამშენებლო და კონსტრუქციული ნახაზების აგების პროცესს და სხვა.
პროგრამა დისტანციურად ხორციელდება და ცხრა კვირის მანძილზე გაგრძელდება.