2022 წლის გამარჯვებულები გახდნენ:
- პროფესიული განათლების სტუდენტი - აკაკი ცანკაშვილი;
- პროფესიული განათლების მასწავლებლი - გრიგოლ ფრანგიშვილი;
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა - კოლეჯი „იკაროსი“, პროგრამით - კულინარიის ხელოვნება;
- პროფესიული მომზადების/ გადამზადების პროგრამა - კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროგრამით - კერძების მომზადების ტექნოლოგია;
- პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი - „პსპ ფარმა“;
- საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი: ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში - კოლეჯი „მოდუსი“;
- უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი: რუსთავის მუნიციპალიტეტს (წლის რეგიონული მხარდამჭერი), საქართველოს ბიზნესის აკადემიას - SBA (წლის საერთაშორისო ინიციატივა), თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს (წლის საიმიჯო კამპანია) და ქეთევან სუჯაშვილს, ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯიდან (წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი).