მიმდინარე წლის 22 თებერვალს ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროგრამის ხელმძღვანელები, დამსაქმებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
კოლეჯის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გასული წლის მიღწევები, მიმოიხილა განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა კოლეჯის რეავტორიზაციასა და სს საქართველოს რკინიგზისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ აღიარებულ წარმატებებზე. მან ასევე, ვრცლად ისაუბრა 2023 წლის მთავარ გეგმებზე, რომელთა შორის პრიორიტეტულად დაასახელა სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება, პროფესიული სტუდენტების გააქტიურება, ინტერნაციონალიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება.
დასასრულს, დირექტორმა მადლობა გადაუხადა გასული წლის წარმატებაში გაღებული წვლილისთვის თითოეულ დამსწრეს და მათგან განსაკუთრებული დამსახურების მქონე პროფესიული სტუდენტები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.