მიმდინარე წლის
26 დეკემბერს
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში გაიმართა 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების
ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა, რომელსაც ესწრებოდნენ კოლეჯის
ადმინისტრაცია, სს საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები, პროფესიული განათლების მასწავლებლები,
პროგრამის ხელმძღვანელები, პროფესიული სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
კოლეჯის
დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გასული წლის მიღწევების
შესახებ, მათ შორის: პროფესიული
სტუდენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის, ახალი საკვალიფიკაციო და მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების დამატებისა და მათზე გაზრდილი მოთხოვნის, ინტერნაციონალიზმის
კომპონენტის განვითარებისა და სხვა მნიშვნელოვან წარმატებებს. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კოლეჯის საერთაშორისო პროექტებში
ჩართულობას და ამ პროექტებით განხორციელებულ აქტივობებს, ცნობადობის ამაღლების, სწავლების
თანაბარი ხელმისაწვდომობის,
სამტრედიასა და თეთრიწყაროში ჰიბრიდული
სასწავლო ცენტრების დაარსებისა და მათი წარმატებული ფუნქციონირების შესახებ
ინფორმაციებს.
კოლეჯის
დირექტორმა დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები, მათ შორის
პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, საერთაშორისო
გაცვლითი პროექტების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები და პროფესიულ
სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობისა თუ პროფორიენტაციისა და კარიერული მოწყობის მიმართულებით
განხორციელებული ღონისძიებები.
2025
წლის მთავარ პრიორიტეტებად დასახელდა სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლება, ინტერნაციონალიზაცია
და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეავტორიზაცია განახლებული
პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მემანქანეთა
მომზადების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს. ასევე,
ხაზი გაესვა სარკინიგზო ინდუსტრიის მიმართ ინტერესის გაზრდისა და დასაქმების შესაძლებლობების
გაფართოების მნიშვნელობას.
დასასრულს,
დირექტორმა მადლობა გადაუხადა გასული წლის წარმატებაში გაღებული წვლილისთვის და დააჯილდოვა
მქონე წარმატებული და აქტიური პროფესიული სტუდენტები, კოლეჯის
წარმატებებში განსაკუთრებული დამსახურებისთვის
კი პროფესიული განათლების მასწავლებლები
და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებსაც გადაეცათ მადლობის სიგელებით.