3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა!
ამ დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის, მოკლევადიანი მომზადების პროგრამის „საოფისე საქმის წარმოების“ მსმენელებთან, პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის წევრებთან გაიმართა ონლაინ შეხვედრა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საკოორდინაციო ჯგუფის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის თბილისის ოფისის ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებული პროგრამა, სიმბოლურია რომ სწორედ გაეროს მიერ დაფინანსდა, რომელიც ითვალისწინებდა შშმ პირების ჩართვას სასწავლო პროცესში.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს განვლილი სასწავლო პროცესი, ისაუბრეს განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების პერსპექტივებზე. შეაფასეს ქვეყანაში არსებული გამოწვევები შშმ პირთა მიმართ. განიხილეს საზოგადოებაში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლების გზები და მნიშვნელობა.
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მხარს უჭერს შშმ ადამიანების უფლებებს, მათ თანასწორობასა და სოციუმში ადაპტირებას.