ყურადღება!!!
2 მაისიდან ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას!
საბაზო განათლების მქონე პირები (9 კლასის განათლებით) მიიღებიან შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
• რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა - 18 თვე; დაშვების წინაპირობაა მინიმალური ასაკი - 18 წელი;
• რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი - 21 თვე; დაშვების წინაპირობაა მინიმალური ასაკი 18 წელი;
• რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა - 31 თვე;
• სარკინიგზო გადაზიდვები - 31 თვე;
• მეჩარხე -17 თვე; დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება;
სრული ზოგადი განათლების მქონე პირები (12 კლასის განათლებით) მიიღებიან შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
• რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა - 19 თვე;
• სავაგონო მეურნეობა - 17 თვე;
• რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა - 18 თვე;
• ლოკომოტივის მართვა - 18 თვე;
• სარკინიგზო გადაზიდვები - 18 თვე;
• რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება - 18 თვე;
• შედუღება - 15 თვე; დაშვების წინაპირობაა ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა „სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა“,
• შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები - 23 თვე;
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამაზე მიღება ხორციელდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიერ ჩატარებული მოტივაციური გასაუბრებითა და შიდა ტესტირებით, გარდა პროფესიული პროგრამისა ,, შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები”, რომელზეც აპლიკანტები შეირჩევა სახელმწიფოს მიერ მოწყობილი პროფესიული ტესტირების გზით;
რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში - vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით;
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერის ფარგლებში.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროფესია და შემოაბიჯეთ პროფესიულ განათლებაში. განივითარეთ უნარები და გახდით კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე. დამატებითი ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კატალოგში:
https://www.rtc.edu.ge/pdf/profesiuli-saganmanaTleblo-programebis-katalogi-626fa7c221e66.pdf
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგიკავშირდით: ტელ: 574 494 494; 577 178 065
E-mail: info.rtc2016@gmail.com web: www.rtc.edu.ge