დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა.
სტუმრებს სიტყვით კოლეჯის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიმართეს, გააცნეს მათ ინფორმაცია პრეზენტაციის სახით კოლეჯის შესახებ, წარუდგინეს არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ისაუბრეს დასაქმების შესაძლებლობებისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ. სტუმრებს ასევე კოლეჯის გაცნობითი ტურიც ჩაუტარდათ.
მადლობას უხდის ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ყველა სტუმარს დაინტერესებისა და სტუმრობისთვის, ხოლო მომდევნო ღია კარის დღე 15 ივლისს იგეგმება.