დღეს, აზიის განვითარების ბანკის და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო პროცესს, გაესაუბრნენ პროფესიული განათლების მასწავლებლებს, ხოლო კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა მათ გაცნობითი სახის პრეზენტაცია ჩაუტარა.