2019 წლის 7 ივნისს, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები შეხვდნენ ახალქალაქის მოსახლეობას. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული სწავლებით დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დუალური სწავლებისა და სამომავლოდ გარანტირებული დასაქმების შესახებ.