ა.წ. 9-10 მარტს ჩატარდა საკვალიფიკაციო გამოცდის პრაქტიკული ნაწილი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: “რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა“ ,,სავაგონო მეურნეობა“, ,,რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება“ და ,,ლოკომოტივის მართვა“.
გამოცდის ფარგლებში, თითოეულმა პროფესიულმა სტუდენტმა წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკული კომპონენტის შესრულებას.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ყოველთვის იამაყებს თავისი კურსდამთავრებულებით. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს კოლეჯს კიდევ ერთი წარმატებული გამოშვება შეემატა.