ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიერ, საგაზაფხულო მიღებაზე გამოცხადდა პროფესიულ სტუდენტთა მიღება სამ დუალურ, საგანმანათლებლო პროგრამაზე: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი და რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა. მოცემულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს, პროფესიულ ტესტირებაზე გასვლამდე, კოლეჯის ადმინისტრაციის და სს საქართველოს რკინიგზის წარმომადგნელების მიერ, ჩაუტარდათ ერთობლივი გასაუბრება. აღნიშნულ ეტაპზე, აპლიკანტებმა შეავსეს სპეციალური კითხვარები, ასევე შესაბამისი პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელები მათ ესაუბრნენ, დუალური ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიაზე, წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკაზე და არჩეული პროფესიის შესაბამისად მომავალი დასაქმების რეალურ პერსპექტივებზე