ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში,გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, Software CarLo -ს შემსწავლელი ტრენინგები დაიწყო, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მონაწილეებს სიტყვით კოლეჯის ხელმძღვანელმა ქალბატონმა მანანა მოისწრაფიშვილმა მიმართა, შეხვედრას პროფესიული განათლების მასწავლებლები და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.