ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯში ა.წ. 8 და 11 დეკემბერს, ახალგაზრდების გარემოსდაცვითი საკითხების
შესახებ განათლების ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა ორდღიანი ვორკშოპი.
ვორკშოპის ფარგლებში სტუდენტებმა მოისმინეს საჯარო
ლექცია “ჩვენი გონების მწვანე ტრანსფორმაცია”, უყურეს
ანიმაციურ ფილმს „ლორაქსი“, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია-დებატები.
ამასთანავე, კოლეჯის
პროფესიულმა სტუდენტებმა ააგეს სახლები ჩიტებისთვის და
დარგეს ნერგები.
პროფესიული სტუდენტების
აქტივობები ეხმაურება გარემოს მდგრადი
განვითარების მიზნებს, რომლებიც
მოიცავენ:
- v დედამიწის ეკოსისტემების
დაცვას, აღდგენასა და გამოყენებას;
- v ხე-ტყის რესურსის გონივრულად მართვას;
- v საშიშროების შეჩერებასა და ნიადაგის გაუმჯობესებას;
- v ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობას;
სტუდენტებმა ვორკშოპის
ფარგლებში მეტად გააცნობიერეს, რომ გარემოზე ზრუნვა ყველა ადამიანის ვალდებულებაა,
რომ თითოეული დარგული ხე არის გარემოს
დაცვის, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და ბიომრავალფეროვნების სიმბოლო და გამოთქვეს
სურვილი უფრო ხშირად ჩაერთონ მსგავს
ღონისძიებებში