დღეს, 21 მარტს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიულმა
სტუდენტებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. კოლეჯი უერთდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
მიერ დაწესებულ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს.
2024 წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო
დღის მთავარი გზავნილია - „ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა
გამოხატეს და დააფიქსირეს მათი ტოლერანტული დამოკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე
პირების მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო და მეტად ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებას.