ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს პატარებს ეცხოვროთ და ეღვაწოთ მშვიდობიან სამყაროში!
კოლეჯმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პატარებს მოუწყო სახალისო, შემეცნებითი და ინტერაქციული აქტივობებით დატვირთული პროგრამა. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ეფექტური კომუნიკაციის, გუნდის შეკვრის, ურთიერთობებში ყინულის დნობის სხვადასხვა ინტერაქციულ და სამაგიდო თამაშებში, შექმნეს ერთობლივი პროექტი ,,ჩვენი ეზო“. პატარებმა პროექტის ფარგლებში თავიანთი პატარა ხელებით დაამზადეს მაკეტი და აღწერეს თავიანთი როლი პროექტში. ბოლოს, მათ დაათვალიერეს კოლეჯის ლაბორატორიები, მოირგეს მატარებლის ვირტუალური მემანქანისა და მგზავრების როლები.
კოლეჯის ადმინისტრაციამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა პატარებისთვის ბედნიერი და ფერადი დღე ეჩუქებინა.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მსოფლიოს ყველა ბავშვს უსურვებს წარმატებულ, ბედნიერ, ნათელ მომავალს მშვიდობიან დედამიწაზე!