ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში 2021 წლის
მიღების ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - „სარკინიგზო გადაზიდვები“ და „რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობა“ პროფესიულ სტუდენტებს ჩაუტარდათ საკვალიფიკაციო
გამოცდები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში,
რომლებიც მათ წარმატებით ჩააბარეს.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ადმინისტრაცია
და აკადემიური პერსონალი ულოცავს თითოეულ კურსდამთავრებულს სწავლის დასრულებას და უსურვებს
კარიერულ წინსვლასა და განვითარებას საქართველოს უმსხვილეს კომპანიაში - სს „საქართველოს
რკინიგზაში".