დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, გადაეცათ სერტიფიკატები პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური პროგრამის სრული კურსის წარმატებით დასრულებისთვის.
აღნიშნული კურსი განხორციელდა პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლებს ვულოცავთ და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს