ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯმა დამსახურებულად მოიპოვა რეავტორიზაცია შემდგომი 6 წლით!
უდიდესი მადლობა ყველას,
ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა კოლეჯის ამ ღირსეულ გამარჯვებაში!
მადლობა კოლეჯის გუნდის
თითოეულ წევრს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თავდადებულად შრომობენ, რათა კოლეჯის პროფესიული
განათლების მასწავლებლებს განვითარებისა და მუშაობისთვის საუკეთესო პირობები შეუქმნან,
პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ და კვალიფიციურები
გაუშვან შრომის ბაზარზე!
მადლობა დამფუძნებლებს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სს “საქართველოს რკინიგზასა”
და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომლებიც მუდმივად მხარში გვიდგანან და ამ პერიოდის
განმავლობაში ყველა ჩვენს ინიციატივას მხარს უჭერდნენ და გვაძლევდნენ განვითარების
საშუალებას!
მადლობა განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესში უდიდესი
მხარდაჭერისთვის, მრავალფეროვანი კონსულტაციებისთვის, ტრენინგებისა და სიმულაციურ ვიზიტში
მონაწილეობისთვის, რამაც რეავტორიზაციის პროცესის ღირსეულად ჩატარების საშუალება მოგვცა!
მადლობა პროფესიული უნარების
სააგენტოს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატას,
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ს, ჩვენს ძირითად პარტნიორ
ორგანიზაციას DB-ს და ყველა იმ პირსა თუ ორგანიზაციას, რომლებსაც თუნდაც მცირეოდენი
წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი განვითარებისთვის!
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის
კოლეჯი კი ამ ახალი ავტორიზაციის ვადაში ძალისხმევას არ დაიშურებს თქვენი მომსახურების
ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ბევრ საინტერესო და სასარგებლო