დღეს ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ კოლეჯის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო პროცესს, მიმდინარე მიღწევებს და გამოწვევებს. კოლეჯის ხელმძღვანელობამ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს საკითხები მომავალში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.