სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციას არ ღალატობს და აგრძელებს ტრანსპორტის მიმათულებით კომპანიების ინტერესებს მორგებული მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით დღეს ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯსა და შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები გეგმავენ საერთო ინტერესების სფეროში გრძელვადიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ერთის მხრივ კომპანიის საკადრო საჭიროებიდან გამომდინარე კოლეჯის მიერ სათანადო ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციების კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფისთვის როგორც მომზადების, ისე გადამზადების გზით, მეორეს მხრივ კი კოლეჯის შესაძლებლობების გაფართოვებისა და განვითარებისთვის.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებას იწყებს შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას თანამშრომლების სამრეწველო სარკინიგზო ტრანსპორტის ლოკომოტივის მემანქანეებად გადამზადების პროცესით.
ორივე მხარე ითავისებს იმ პრინციპს, რომ ძლიერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და ინდუსტრიები ერთობლივად მუშაობით მიაღწევენ რეალურ წარმატებებს და იმედოვნებენ, რომ თანამშრომლობა იქნება ძალზე ნაყოფიერი და წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლის საქმეშიც.