2022 წლის 20 იანვარს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯსა და ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოჯისტიკის ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მხარეები აცნობიერებენ კერძო-საჯარო პარტნიორობით პროფესიული განათლების წარმართვის პოტენციურ წარმატებას, შესაბამისად მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მიზანია ერთობლივი სასწავლო, საგანმანათლებლო მოკლევადიანი პროგრამების, კვლევითი პროექტების განხორციელება, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.