მიმდინარე წლის 12-16 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აშშ-ს უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს (OSHA) წარმომადგენლებმა, მეცნიერებათა დოქტორებმა: ფრიმანი, მოშერი, სიმპსონი და რაიტი, ტრენერების მომზადება-გადამზადების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ტრეინინგები შრომითი გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებში. ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სს ,,საქართველოს რკინიგზა“-სა და სსიპ ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი” -ს შორის მიღწეული შეთანხმების, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დაფუძნებისა და შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისა და ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მიერ US Millennium Challenge Corporation (MCC) მოპოვებული გრანტის ფარგლებში.