2024 წელს, გაეროს
კამპანიის - "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის" მთავარი
გზავნილია " #NoExcuse UNiTE to End Violence against Women" – „არანაირი
გამართლება - გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად."
ამ გლობალურ გზავნილს
უერთდება სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი და
გაეროსთან თანამშრომლობით იგეგმება ორდღიანი ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის
თემაზე.
პირველი შეხვედრა
გაიმართება 2 დეკემბერს, სადაც განიხილება ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხები.
პირველ დღეს მოწვეული სპეციალისტები ისაუბრებენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე,
ძალადობის ფორმებსა და პრევენციის მექანიზმებზე. მეორე შეხვედრა კი დაეთმობა ინტერაქციულ
ვორქშოფს, სადაც მონაწილეები პრაქტიკულად შეისწავლიან ძალადობის ამოცნობისა და მასზე
რეაგირების გზებს.
შეხვედრებზე დასწრება
თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის.