აპლიკანტთა საყურადღებოდ!
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.
წარსადგენი დოკუმენტებია:
- განცხადება (ივსება დოკუმენტების ჩაბარების დროს);
- ერთი ცალი ფოტოსურათი (3x4);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან დედანი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);
- არასრულწლოვანი აპლიკანტის შემთხვევაში, მისი დაბადების მოწმობის ასლი ან ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა;
საჭიროების შემთხვევაში,
კონსულტაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტელ: 574 494 494; 577 178 065;
E-mail: info.rtc2016@gmail.com