დღეს კოლეჯს სტუმრობდნენ ბელორუსიის ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ კოლეჯში მიმდინარე სასწავლო პროცესს, პროგრამებს და სამომავლო პერსპექტივებს. სტუმრებმა კოლეჯის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილეს მათი ერთობლივი მუშაობის მიმართულებები და დასახეს შემდგომი აქტივობები. კოლეჯი გეგმავს ბელორუსიის ტრანსპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მის შემადგენლობაში შემავალ სარკინიგზო მიმართულების კოლეჯთან ერთად პირველ ეტაპზე განახორციელოს მოკლევადიანი გადამზადების კურსები მასწავლებლებისთვის, ხოლო მომავლისთვის კი განიხილება ერთობლივ პროგრამებზე მუშაობის დაწყებაც. მათ აღნიშნეს, რომ მომავალი თანამშრომლობა სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის და ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას.