ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დაიწყო რეგისტრაცია მოკლევადიან გადამზადების კურსზე „არგონ-რკალური შემდუღებელი“.
- რეგისტრაცია გაგრძელდება 1 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით.
- სწავლა იწყება 13 თებერვალს.
- რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ ბმულზე: vet.emis.ge
არგონ-რკალური შემდუღებლის პროფესიული გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს სფეროში არსებული კადრების გადამზადებას დროის მოკლე პერიოდში. პროგრამა შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას, რაც საჭიროა კვალიფიციური არგონ-რკალური შემდუღებლის გადამზადებისთვის.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე;
- დაშვების წინაპირობა:
- სრული ზოგადი განათლება;
- ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა 100ა);
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა აღნიშნული მიმართულებით (მინიმუმ ერთი წელი).
პროფესიულ მომზადების პროგრამაზე სწავლა ფინანსდება პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, აქედან გამომდინარე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა ისწავლოს უფასოდ!
პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თქვენ შეისწავლით:
- მასალების დაჭრის პროცედურების გამოყენება შედუღების პროცესისთვის მზადებაში;
- კომპონენტების მომზადება შედუღების პროცესისთვის;
- გადასატანი თერმული და აირული დანადგარებით მასალის დაჭრა;
- მშრალი ჰიპარბარიული შედუღების პროცედურების ჩატარება;
- მშრალი ჰიპარბარიული შედუღების მეთოდების სპეციფიკაციების გამოყენება;
- მშრალი ჰიპარბარიული შედუღების ტექნიკის გამოყენება;
მოკლევადიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებლები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს!
კურსდამთავრებულთაგან შეირჩევიან კანდიდატები საფრანგეთში ლეგალურად სამუშაოდ გასაგზავნად!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 598 41 11 42;
Email: info.rtc2016@gmail.com;
WEB: rtc.edu.ge
მისამართი: თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ, Tbilisi, Georgia, 0191