დღეს, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში დასკვნითი გამოცდა ჩატარდა მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე - "არგონ-რკალური შემდუღებელი." პროგრამა პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მსმენელებს ცოდნისა და უნარების განახლების შესაძლებლობა მისცა. წარმატებით კურსდამთავრებულებმა მიიღეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. მათ შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, რაც განისაზღვრება საქართველოსა და საფრანგეთს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
წარმატებებს ვუსურვებთ კურსდამთავრებულებს!