22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ეს დღე გლობალური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს გარემოს დაცვის მხარდასაჭერად. გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლის 22 აპრილიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, რომელიც მიზნად ისახავს ეკოსისტემის მოფრთხილებას და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.
ეს დღე მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს აერთიანებს ეკოლოგიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სწორედ, ამიტომ, ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი უერთდება ინიციატივას და ხის დარგვის ღონისძიებას ატარებს.
მოვუფრთხილდეთ გარემოს. კავშირი, რომელიც ბუნებასთან, ხეებთან და მცენარეებთან გვაქვს, ჩვენი ჯანმრთელობის და არსებობის განუყოფელი ნაწილია. გარემოს დაცვა დღეს კი, მომავალ თაობაზე ზრუნვას ნიშნავს.