ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ მარათონში „გარბენი უკრაინისთვის.“ ღონისძიების ფარგლებში, კოლეჯის პროფესიულმა სტუდენტებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად გარბენში მიიღო მონაწილეობა. ასევე სს „საქართველოს რკინიგზასთან“ ერთად მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ კოლეჯისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ გაცნობოდნენ ინფორმაციას.
სპეციალურად ღონისძიებისთვის დაიბეჭდა კოლეჯის საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც დაარიგეს პროფესიულმა სტუდენტებმა.
მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მომავალშიც იგეგმება.