ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი აქტიურად მონაწილეობს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესში, რომელიც ინიცირებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სტუდენტებისთვის თანამედროვე, ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, დარგობრივი პედაგოგიკის განვითარებასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ინჟინერის მიმართულებით ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროფესიული განათლების პედაგოგი ნია ნათბილაძე ეწვია ლატვიას, კერძოდ, HVentspils Tehnikums - ის პარტნიორ პროფესიულ კოლეჯს, სადაც შესაბამისი დარგის პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ საწარმოო პროცესის მსვლელობას, ადგილობრივ კოლეგებსა და მიეღოთ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები.
საერთაშორისო ვიზიტებიდან დაბრუნების შემდეგ, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ევროპული პრაქტიკული გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიზნით, პროფესიული განათლების პედაგოგი ნია ნათბილაძე შეხვდა კოლეჯის ადმინისტრაციის წევრებს, კოლეგებსა და დარგის სპეციალისტებს.
ჩვენი კოლეჯი ამაყობს, რომ მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში და მზად არის, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული განათლება.