მიმდინარე წლის 30 მაისს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. კოლეჯის მიერ გამოცხადებულ ორ დუალურ პროგრამაზე 18 სტუდენტი ჩაირიცხა. მსურველები პროფესიულ განათლებას რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგისა და ელექტრომომარაგების მეურნეობის მიმართულებით მიიღებენ. დუალური მეთოდი სტუდენტებს დაეხმარებათ, თეორიულ ცოდნასთან ერთდ, პრაქტიკულადაც დაეუფლონ ზემოთაღნიშნულ სპეციალობებს. სწავლების ეს მეთოდი კურსდამთვრებულებს მეტად კონკურენტუნარიანებს გახდის. შემოდგომაზე, კოლეჯის ადმინისტრაცია რკინიგზის დარგით დაინტერესებული სტუდენტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება. რკინიგზის ტრანსპორტის კოლეჯი ამერიკის შეერთებული შტატების, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საგრანტო კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს წარმოადგენს.