ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა წარმატებით განახორციელა ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვისა და განვითარების კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს „რკინის გზით" წარსულიდან მომავლისაკენ" მეორე ეტაპი.
მეორე გასვლითი აქტივობა მიზნად ისახავდა საქართველოს რკინიგზის მდიდარი ისტორიის გაცნობას და ისტორიულად მნიშვნელოვანი სარკინიგზო ობიექტების მონახულებას. პროფესიული სტუდენტები ეწვივნენ ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძებს, როგორიცაა: ხაშურის რკინიგზის სადგური, ისტორიული წიფის გვირაბი, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც გაეცნენ ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და მის ღვაწლს
საქართველოს რკინიგზის განვითარების საკითხებში.
აქტივობა განხორციელდა შემდეგ ლოკაციებზე:
1.
ხაშურის რკინიგზის სადგური და ისტორიული წიფის გვირაბი - სტუდენტებმა დაათვალიერეს ისტორიული ობიექტები, წიფის გვირაბთან ჩატარდა შემეცნებითი აქტივობა და გაიმართა დისკუსია რკინიგზის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე;
2.
ხაშურის N1 საჯარო სკოლა - პროექტის გუნდმა წარადგინა პრეზენტაცია, ჩატარდა სპორტული აქტივობები და გარემოსდაცვითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც დაირგო ხის ნერგები;
3.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - სტუდენტები გაეცნენ ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და მის რკინიგზასთან კავშირის შესახებ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტის კულტურული მემკვიდრეობისა.
სტუდენტებმა გაიფართოვეს ცოდნა საქართველოს რკინიგზის ისტორიულ განვითარებაზე და განსაკუთრებით ხაშურის, როგორც მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძის, როლს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების
გაუმჯობესებაში.
ხაშურის N1 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობა იყო პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელმაც ხელი შეუწყო პროფესიული და ზოგადი განათლების ინტეგრაციას. სკოლის მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით აქციაში, რითაც გაიაზრეს რკინიგზის განვითარების ეკოლოგიური ასპექტები.
ვიზიტი ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სტუდენტებისთვის იყო შესაძლებლობა, გაეცნოთ ნიკო ფიროსმანის, ქართული ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურის, კავშირი რკინიგზასთან. ეს გამოცდილება დაეხმარა მათ გაეაზრებინათ, თუ როგორ შეუძლია რკინიგზას გავლენა მოახდინოს კულტურულ და სოციალურ პროცესებზე.
პროექტის მეორე ეტაპმა შეძლო:
·
თაობებს შორის კავშირის გაძლიერება;
·
ადგილობრივი თემის ჩართულობის გაზრდა;
·
რკინიგზის პროფესიების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;
·
ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება;
·
ტექნიკური და ისტორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.
ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი მადლობას უხდის ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ამ შესაძლებლობისთვის!