ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პროფესიული გადამზადების პროგრამით "სამრეწველო სარკინიგზო ტრანსპორტის ლოკომოტივის მემანქანე" გადამზადებას გადიან სს "რუსთავის აზოტის“ მოქმედი თანამშრომლები. აღნიშნული კურსის ფარგლებში ისინი შეიძენენ სამრეწველო სარკინიგზო ტრანსპორტის ლოკომოტივის მემანქანეებისთვის მნიშვნელოვან თეორიულ ცოდნას და გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარებს.
მოკლევადიანი პროგრამა გაგრძელდება 14 კვირის მანძილზე და კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატებს.