საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში Skills4Jobs პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების: GIZ, UNDP/ SDC, WB/GGF, ADB, ETF, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობით, იმართება პროფესიული განათლების კვირეული (Skills Week Georgia).
კვირეულის ფარგლებში, 7-10 დეკემბერს გაიმართება ოთხდღიანი ონლაინ კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნება პროფესიული განათლების გამოწვევები Covid-19-ის ფონზე, განათლებისა და დასაქმების კუთხით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციები, პანდემიის პირობებში სამუშაო ძალის განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის სირთულეები, გადაჭრის გზები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიებაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროექტები.

