პროფესიული
უნარების სააგენტოსა და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა
კომპანიის ინსტრუქტორთა მომზადების
მორიგი ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც, სს „საქართველოს რკინიგზის“
ინსტრუქტორები გადამზადდნენ ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარდგინებით. ტრენინგის ბოლოს მონაწილე ინსტრუქტორებს გადაეცათ ტრენინგის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ტრენინგი
მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საქართველოს პროფესიული განათლების
სისტემა და არსებული რეგულაციები, კერძო-საჯარო პარტნიორობის სახეები პროფესიულ განათლებაში,
სწავლების ინტერაქციული მეთოდების გამოყენება, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, კომპეტენციებზე
დაფუძნებული შეფასება, ეფექტიანი კომუნიკაცია, თვითშეფასება და პროფესიული განვითარება.
ა(ა)იპ სარკინიგზო
ტრანსპორტის კოლეჯისთვის, როგორც დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლისთვის,
ძალზედ მნიშვნელოვანია სერტიფიცირებული ინსტრუქტორების ჩართულობა სწავლების პროცესში
და მადლობას უხდის პროფესიული უნარების
სააგენტოსა და საქართველოს
სავაჭრო სამრეწველო პალატას ინსტრუქტორების მუდმივი განვითარების მხარდაჭერისათვის.